პოლიტიკა

ირანი ეწინააღმდეგება რეგიონის საერთაშორისო საზღვრების ნებისმიერ ცვლილებას. ქანანი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანანიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანული მხარის პოზიცია, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელიც გამოიწვევს რეგიონის საერთაშორისო საზღვრების შეცვლას.

ამის შესახებ სააგენტო ISNA-ს მოჰყავს სპიკერის პასუხი ე.წ „ზანგეზურის დერეფანთან“ დაკავშირებით პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე.

„ირანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამოცხადდა. ამ პოზიციაში ცვლილება არ მომხდარა და არც იქნება“, – განაცხადა ქანანიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button