პოლიტიკა

ნიკოლაოს დენდიასი თავდაცვის სფეროში სომხეთ-საბერძნეთ-საფრანგეთ-ინდოეთის ოთხმხრივ თანამშრომლობას შესაძლებლად მიიჩნევს

საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოლაოს დენდიასი სომხეთ-საბერძნეთ-კვიპროსის სამმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში წარმატებულად მიიჩნევს და შესაძლებლად მიიჩნევს სომხეთ-საბერძნეთ-საფრანგეთ-ინდოეთის ოთხმხრივ თანამშრომლობას. „ჩვენ შევქმენით წარმატებული სამმხრივი თავდაცვის თანამშრომლობა სომხეთს, საბერძნეთსა და კვიპროსს შორის. მაგრამ შესაძლოა არსებობდეს სხვა სამმხრივი ან ოთხმხრივი ურთიერთობები საფრანგეთთან და ინდოეთთან, მნიშვნელოვან ქვეყნებთან, მნიშვნელოვან ძალებთან, სომხეთისა და საბერძნეთის ძალიან ძლიერ საერთო მეგობრებთან“, – ერევანში სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ნიკოლაოს დენდიასმა.

ნახეთ მეტი
Back to top button