პოლიტიკა

ადრე თუ რუსეთი გადაწყვეტდა ჩვენთვის იარაღი არ მოეწოდებინა, აღმოვჩნდებოდით კოლაფსის პირას, ახლა 4 ალტერნატივა გაგვაჩნია: სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

გარანტიას არავინ არავის გვაძლევს. გარანტია იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ქვეყანა მოვა და გვეტყვის: მორჩა ახლა უსაფრთხოდ ხარო.  ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების  საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, უპასუხა რა კითხვას იმის შესახებ რომელი  სხვა ქვეყანა ან სტრუქტურა აძლევს სომხეთს უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთის ნაცვლად.

„მაგრამ თუ ჩვენს მ იზანს წარმოადგენს დივერსიფიცირებული ეკონომიკა, დივერსიფიცირებული უსაფრთხოება, მაგალითად, ჩვენი სამხედრო-ტექნიკური პარტნიორები არიან არა ერთი, არამედ 5, გარდა ამისა, მაგალითად, 25-30 პროცენტი არის შიდა წარმოება, შეიცვალა ის, რომ ჩვენ დამოკიდებული არ ვართ, რომელიმე ერთზე, ჩვენი უსაფრთხოება  ბევრ ადამიანზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვართ, რომ ამით მეტი უსაფრთხოება გვექნება.

ადრე თუ რუსეთი გადაწყვეტდა ჩვენთვის იარაღი არ მოეწოდებინა, აღმოვჩნდებოდით კოლაფსის პირას,  ახლა გვყავს  4 ალტერნატიული პარტნიორი ქვეყანა, ასევე წარმოება სომხეთში და ამით ჩვენი საკითხები მოვაგვარეთ“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button