პოლიტიკა

„ზვართნოცის“ აეროპორტში მომსახურება სრულად სომხეთის მესაზღვრეებმა უნდა შეასრულონ 

სომხეთის პოზიციაა, რომ „ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება სრულად სომხეთის მესაზღვრეებმა უნდა შეასრულონ. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე უპასუხა კითხვაზე, განიხილება თუ არა საერთაშორისო აეროპორტ  “ზვართნოციდან” რუსი მესაზღვრეების გაყვანის საკითხი.

„სომხეთს აქვს მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ოფიციალური წერილით აცნობა რუსეთის ფედერაციას ამ მკაფიო პოზიციის შესახებ.

სომხეთის პოზიციაა, რომ ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება სომხეთის მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ“, – განაცხადა გრიგორიანმა.

კითხვაზე, რატომ გაჩნდა ასეთი საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ სომხეთი დამოუკიდებლობის პერიოდში იძენს პოტენციალს სხვადასხვა მიმართულებით და ამ დროისთვის სომხეთს აქვს სრული შესაძლებლობები, რომ სრულად გააკონტროლოს აეროპორტი.

მანამდე სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორი იქნებოდა, რუსმა მესაზღვრეებმა „ზვარტნოცი“დატოვონ.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ რუსეთს არ უცნობებია  ერევნის მიერ მიღებული რაიმე გადაწყვეტილება „ზვართნოცის“ აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button