პოლიტიკა

კაიროს ერთ-ერთ მოედანს სომხეთის სახელი მიენიჭება

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა, მოსტაფა მადბულიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას მადლობა გადაუხადა სომხურ მხარეს ერევნის ერთ-ერთი მოედნის ეგვიპტის სახელის დარქმევისთვის და დასძინა, რომ ეგვიპტური მხარე დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანს სომხეთის სახელს დაარქმევს.

როგორც  პრემიერ-მინისტრის აპარატის გზავნილიდან ირკვევა, ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი ღრმა ისტორიული ურთიერთობის ფაქტს და დასძინა, რომ ეგვიპტის სომხური სათვისტომო ეგვიპტის საზოგადოებაში ცხოვრობს ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button