პოლიტიკა

ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით ირანს, მაგრამ სომხეთთან დაკავშირებით ერთი აზრის ვართ    – საფრანგეთის ელჩი

ჩვენ არ ვფიქრობთ გავლენის სფეროებზე, ჩვენ ვფიქრობთ თითოეული სახელმწიფოს უფლებაზე, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამის შესახებ სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოლივიე დეკოტინიმ „ARMENPRESS“- თან  ინტერვიუში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აქტიურად ყიდულობს იარაღს თურქეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან, ალიევი კი საფრანგეთს სომხეთის შეიარაღებაში და კავკასიის რეგიონში დაძაბულობის შექმნაში  ადანაშაულებს. გარკვეული წრეები ასევე გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ევროკავშირს, საფრანგეთის წარმომადგენლობით, ამით სურს რუსეთის როლის შესუსტება სამხრეთ კავკასიაში.

„ეს რეალურად მხოლოდ საფრანგეთისთვის არ არის შემაშფოთებელი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთის მეზობელმა სახელმწიფომ, ირანმა, არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ირგვლივ.

ჩვენ არ ვეთანხმებით ირანს ბევრ საკითხში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ერთი აზრის ვართ.  ფაქტობრივად, გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს ამ საკითხზე, რადგან გაეროს წესდების თანახმად, გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო აღიარებს და უნდა დაუჭიროს მხარი სხვა წევრი სახელმწიფოების მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს არის საერთო ვალდებულება.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თანამშრომლობის ტიპი, იმ ტიპის აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ სომხეთს ვაძლევთ, მიმართულია ქვეყნის თავდაცვისკენ, ეს არის წმინდა თავდაცვითი. კარგ მაგალითს მოვიყვან: როდესაც ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვაზე, თუ არ შეხვალთ სომხეთის საჰაერო სივრცეში, არასოდეს შეეჯახებით სომხეთის საჰაერო თავდაცვას, ეს არის თავდაცვის უნარი“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არის სომხეთის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიისა და ხალხის დაცვა. „და თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაწვდით – იარაღს, აღჭურვილობას, წვრთნას – შეესაბამება ამ მიზანს“.

ნახეთ მეტი
Back to top button