პოლიტიკა

ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე სომხეთს სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს

ევროკავშირში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ტიგრან ბალაიანი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ რობერტ ბრიგერს შეხვდა. „ARMENPRESS“-ის  ცნობით, ამის შესახებ შეტყობინება ევროკავშირში სომხეთის წარმომადგენლობის „ფეისბუქის“ გვერდმა გაავრცელა.

გენერალმა ბრიგერმა წარმოადგინა ევროკავშირის სტრატეგია სამხედრო და თავდაცვის სფეროში და მისგან გამომდინარე პრიორიტეტები, უსაფრთხოების პანეევროპული ხედვა და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ სომხეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.

მადლიერების გამოხატვისას ელჩმა ბალაიანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთსა და ევროკავშირს შორის საერთო ურთიერთქმედების დონეს და ხაზი გაუსვა მისი უსაფრთხოებისა და ოფიციალური კომპონენტის გაფართოებას. მან კოლეგის ყურადღება გაამახვილა სომხეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ ძალებში ფართომასშტაბიან რეფორმებზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობას.

ისაუბრა რა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე ელჩმა აღნიშნა, რომ მას მნიშვნელოვანი სტაბილიზაციის როლი აქვს რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

თანამოსაუბრეებმა გაცვალეს აზრები სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რეგიონული უსაფრთხოების პერსპექტივებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button