მთავარიპოლიტიკა

ისტორიაში პირველად  ჩვენ ევროკავშირი ჩავრთეთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში – არარატ მირზოიანი

თურქულ TRT World-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სრ  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა არ გამორიცხა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

კითხვაზე, ფართოვდება თუ არა ევროკავშირი, გიფიქრიათ ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებაზე, შესაძლებელია თუ არა ეს უახლოეს ან შორეულ მომავალში, ან შესაძლოა სომხეთი დაინტერესდეს ნატოში გაწევრიანებით, როგორც მისი საგარეო პოლიტიკის ნაწილი დასავლეთის მიმართ“, საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა:

„ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც მოგვიწია დგომა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, სომხეთში აქტიურად განიხილება ახალი შესაძლებლობები. საიდუმლოს გამხელა არ იქნება,  თუ ვიტყვი, რომ ამ სიაშია ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც. სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები და, როგორც ვთქვი, ჩვენ გავდივართ პროცესს და ვნახავთ, როგორი იქნება პროცესის დასასრული, რაშიც ამ დროისთვის ვერავინ იქნება დარწმუნებული და წინასწარმეტყველებაც ფუჭია“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, როგორ აფასებს ის აშშ-სა და საფრანგეთთან ურთიერთობის ამჟამინდელ ეტაპს და როგორ უჭერენ მხარს სომხეთს ამ გზაზე“, მირზოიანმა განაცხადა:

„საფრანგეთთან და აშშ-სთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული დიალოგი აშშ-სთან, რომლის ფარგლებშიც ახალ მიმართულებებს ვიკვლევთ. იგივე შემიძლია ვთქვა ევროკავშირზე. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ ვიცქირებით  ამ შეთანხმების მიღმა. ჩვენ განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციას, რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენს ურთიერთობებში.

აქვე მინდა დავამატო, რომ ისტორიაში პირველად ევროკავშირი ჩაერთო ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში. თქვენ იცით, რომ სომხეთში დგას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკონტროლებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს; ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის განლაგების შემდეგ საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა და ჩვენ ვხედავთ, რომ მისიამ ხელი შეუწყო სტაბილურობას. ასე რომ, ჩვენ ვნერგავთ ახალ მიმართულებებს, ახალ სფეროებს ჩვენს პარტნიორობაში და ჯერ კიდევ ვიმყოფებით  შუაში  პროცესის გზაზე“.

ნახეთ მეტი
Back to top button