პოლიტიკა

სომხეთი და საფრანგეთი აშენებენ გრძელვადიან თანამშრომლობას, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც  – ელჩი

საფრანგეთი შეშფოთებულია აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. საფრანგეთის თანამშრომლობა სომხეთთან თავდაცვის სფეროში, თანხები, რომელსაც საფრანგეთი აძლევს სომხეთს, მიმართულია ექსკლუზიურად სომხეთის დაცვაზე, ორი ქვეყანა აშენებს თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში გრძელვადიან პერსპექტივაში.

სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობების, თავდაცვისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის, საფრანგეთიდან მოახლოებული ვიზიტებისა და სხვა საკითხებზე “ARMENPRESS”-ი  სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ოლივიე დეკოტინიეს ესაუბრა.

ბატონო ელჩო, სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობამ ახალი ხარისხი შეიძინა, შარშან სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ისტორიაში პირველად სომხეთში ჩამოვიდა  საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, რას ნიშნავს ეს, როგორ აფასებთ შედეგებს. იქნება თუ არა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში გრძელვადიანი და ღრმა?

ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ თავდაცვის სფეროსი პარტნიორობა. ბოლო 2-3 კვირაში მიუნხენში გვქონდა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სომხეთის პრემიერ მინისტრი ბატონი ფაშინიანი პარიზში იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო წინააღმდეგობის მოძრაობის ცნობილი წევრის, წარმოშობით სომეხის მისაკ მანუშიანის ნეშტის ეროვნულ პანთეონში დაკრძალვის ცერემონიაში, ასევე ერთმანეთს შეხვდნენ პრეზიდენტი და პრემიერი.

რა თქმა უნდა, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის ვიზიტი სომხეთში მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, ეს იყო პირველი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრისთვის და ასევე ნატოს წევრი ქვეყნის მინისტრისთვის.  სომხეთთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა 32 წელია, დიპლომატიური ურთიერთობები დამოუკიდებელ სომხეთთან დამყარდა 1992 წლის 24 თებერვალს, მაგრამ ასეთი სრული და სანდო არასოდეს ყოფილა. დიახ, ჩვენ ვაშენებთ გრძელვადიან თანამშრომლობას, მათ შორის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, ეს ეხება არა მხოლოდ სამხედრო შესყიდვებსმ არამედ ვატარებთ  წრთვნებს და  მაღალი რანგის სომეხი ოფიცრების მომზადებას, გაფორმდა  შეთანხმება ორი ქვეყნის ორ სამხედრო აკადემიას შორის, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩანს, რომ  ვაშენებთ გრძელვადიან პარტნიორობას.

ნახეთ მეტი
Back to top button