პოლიტიკა

სომხეთი კიდევ 84 ერთეულ ინდურ საარტილერიო სისტემას “ATAGS” შეიძენს

სომხეთმა საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადაწყვიტა ინდოეთიდან 155 მილიონი დოლარის ღირებულების 84 ერთეული 155 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემა „ATAGS“ შეიძინოს, იუწყება პერიოდული „Army Recognition“.

“ATAGS” რაკეტების მოქმედების მანძილი 48 კმ-ია. 2023 წელს სომხეთმა შეიძინა ამ საარტილერიო სისტემის 6 ერთეული და ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ინდურ კომპანიებთან „MarG 155“ თვითმავალი ჰაუბიცებისა და „აკაშის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის შესახებ.

„სომხეთის მიერ ATAGS-ის შეძენა რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე ხდება. ქვეყანა ცდილობს მოახდინოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზება უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებზე, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან კონფლიქტის საპასუხოდ. ეს გარიგება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ინდოეთსა და სომხეთს შორის თავდაცვით ურთიერთობებში, არამედ აჩვენებს ინდოეთის, როგორც მოთამაშის როლს საერთაშორისო თავდაცვის ბაზარზე“, – წერს გაზეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button