მთავარიპოლიტიკა

სომხეთს სურს, რომ ალმა-ატას დეკლარაცია შევიდეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში   –   მირზოიანი

სომხეთს სურს, რომ ალმა-ატას დეკლარაცია შევიდეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში, მაგრამ სომხეთი ამ საკითხზე აზერბაიჯანისგან პოზიტიურ პასუხს ვერ იღებს.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესზე ისაუბრა.

„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ერთგულება მშვიდობის დღის წესრიგში. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიმართულებით და ვაგრძელებთ ამ პროცესს მთლიანობაში სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მირზოიანმა აღნიშნა, რომ მხარეებმა ზოგიერთ საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოახერხეს, მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. „ამ საკითხებიდან პირველი ეხება ორი ქვეყნის დემარკაციის პრინციპებს, მეორე კი რეგიონულ კომუნიკაციებსა და ურთიერთკავშირებს.

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებმა უპირველეს ყოვლისა უნდა დაადასტურონ ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება და დასძინა, რომ სომხეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი განხორციელდეს. 1991 წელს ხელმოწერილი ალმა-ატას დეკლარაციის  ფარგლებში. არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ არავის აქვს ახალი საზღვრების დახატვის უფლებამოსილება, განაცხადა, რომ ერევანს სურს, რომ ეს დეკლარაცია შევიდეს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში. არარატ მირზოიანმა დასძინა, რომ სომხეთი ამ საკითხზე აზერბაიჯანისგან დადებით პასუხს ვერ ღებულობს.

ამავე დროს, რეგიონულ კომუნიკაციებთან დაკავშირებით, არარატ მირზოიანმა განაცხადა: „ჩვენ დაინტერესებული ვართ სატრანსპორტო არხების გახსნით. პირველ რიგში, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული სატრანსპორტო არხების გახსნა, რაც დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოგვცემს. სომხეთის მიერ დღის წესრიგში მოტანილი პროგრამა „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე რეგიონში სტაბილური მშვიდობის გარანტიაცაა“.

ნახეთ მეტი
Back to top button