მთავარიპოლიტიკა

ჩვენ წინააღმდეგი ვართ სომხეთის ტერიტორიაზე კომუნიკაციების უსაფრთხოება უზრუნველყოს მესამე ქვეყნებმა –    სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ წინააღმდეგი ვართ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალ საკომუნიკაციო მარშრუტებზე საქონლისა და ადამიანების უსაფრთხოება   უზრუნველყოს მესამე ქვეყნებმა. ამის შესახებ სრ  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქულ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტები უნდა იყოს იმ ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, სადაც ისინი მდებარეობს. ასევე მნიშვნელოვანია თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპები. პროცესი სწორედ ამ პრინციპებზე უნდა აშენდეს“, – განაცხადა მან.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ თანასწორობის იგივე პრინციპი გავრცელდება აზერბაიჯანის გავლით გამავალ სატრანსპორტო არხებზე და რომ იგივე იურისდიქცია აქ გამავალ გზებზე  უნდა ჰქონდეს ბაქოსაც.

მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ამ თემაზე ადეკვატური პასუხი არ გაუცია.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ სატრანსპორტო არხების გახსნით. პირველ რიგში, ჩვენთვის , ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული სატრანსპორტო არხების გახსნა, რაც დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოგვცემს. სომხეთის მიერ დღის წესრიგში მოტანილი პროგრამა „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე რეგიონში სტაბილური მშვიდობის გარანტიაცაა“-აღნიშნა სრ სს  მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button