11 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში სომხეთის საელჩო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და მის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.