მთავარიპოლიტიკა

სრ-ის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მირზოიანის განცხადებამ ფართო გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პრესაში

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის  თურქული TRT World ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუს ფართო გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პრესაში, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მან ისაუბრა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების იდეის განხილვაზე.

Armenpress-ის ცნობით, Reuters-მა მოიყვანა რა არარატ მირზოიანის სიტყვა, აღნიშნა, რომ სომხეთი განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას, რადგან ის დასავლეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

„სომხეთში დღეს ბევრი ახალი შესაძლებლობა განიხილება და საიდუმლო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – ციტირებს მედია.

Politiko-მ და ინდურმა The Times of India-მა, “Sputnik”-ის თურქულმა სამსახურმა და ირანულმა Press TV -მა ასევე გააშუქეს  სრ საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო მედიაში აღინიშნა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოთქმული რწმენა, რომ ვაჭრობა არის ერთ-ერთი სფერო, რომელშიც ერევანი შესაძლებლად მიიჩნევს ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

მანამდე მირზოიანმა განაცხადა, რომ დადგა დრო, რომ დაიწყოს დიალოგი სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე და აღნიშნა, რომ ერევანი აპირებს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას სხვა მიმართულებითაც.

ნახეთ მეტი
Back to top button