მთავარიპოლიტიკა

შეიარაღებული ძალების მინისტრი. დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს სომხეთს რუსეთის მხრიდან საპასუხო მუქარის შემთხვევაში

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰიპიმ უპასუხა ბრიტანელი პარლამენტარების კითხვას, თუ როგორ აფასებს სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუხო) გასვლის შესაძლო სარგებელს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ინდუსტრიისთვის.

თავის პასუხში ჰიპიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აღიარებს გადაწყვეტილებას, როგორც სომხეთის სუვერენულ უფლებას და „იმუშავებს ევროატლანტიკურ მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთს რუსეთის მხრიდან საპასუხო მუქარის შემთხვევაში“.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სომხეთის კუხო-ში წევრობის „გაყინვა“ ორგანიზაციიდან ოფიციალურ გასვლას არ ნიშნავს.

„დიდი ბრიტანეთი არის ეუთოს იარაღის ემბარგოს ხელმომწერი და ამიტომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ნებისმიერი სარგებელი უნდა იყოს რეალიზებული არსებული შეზღუდვების ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობას უფრო ვრცელი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოსავლენად“, – ხაზგასმით აღნიშნა მან ბრიტანეთის პარლამენტისადმი მიმართულ პასუხში.

ნახეთ მეტი
Back to top button