პოლიტიკა

განა ახდება რუსეთის განცხადება, რომ ისინი ამ რეგიონს არ დატოვებენ? ნიკოლ ფაშინიანი

რუსეთი დღეს აცხადებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ რეგიონის დატოვებასო, მაგრამ რუსეთმა იგიც  თქვა, რომ სომხეთის სუვერენული ტერიტორია და სომხეთის საზღვრები ჩემთვის წითელი ხაზიაო, მაგრამ ეს პრაქტიკულად არ განხორციელებულა. ამიტომ რა გარანტია გვაქვს, რომ ეს ბოლო ნათქვამი ახდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ურთიერთობის რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. სომეხი ხალხი თავისი სასტიკი ისტორიის განმავლობაში პირველად საუკუნის დასაწყისში შეეჯახა ამ მდგომარეობას და ყველამ ვიცით, თუ რა შედეგები მოჰყვა. წითელ ხაზთან დაკავშირებული სიტუაცია ჩვენთვის საგანგაშოა, რომ აქ რაღაც არასწორია. მართალი გითხრათ დავიწყეთ ფიქრი იმაზე,  რომ იქნებ ჩვენ არ ვართ მართლები და ვაკეთებთ ისეთს რაც მიუღებელია რუსეთისთვის. მაგრამ ანალიზის შემდეგ ვფიქრობთ, რომ თუ ადრე გაკეთებული განცხადებები მთლიანად საწინააღმდეგო ფორმატში განხორციელდა,  ამჯერადაც არ არის გამორიცხული,რომ ამ ბოლო განცხადებასაც წინა განცხადების ბედი ეწიოს“, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button