პოლიტიკა

მეთიუ მილერი  –   აშშ-ის ადმინისტრაცია სომხეთს 2025 წელს 52 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას სთავაზობს

აშშ-ს ადმინისტრაცია 2025 ფისკალურ წელს სომხეთისთვის 52 მილიონი დოლარის დახმარების გაწევას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებისთვის რეგულარულ ბრიფინგზე განაცხადა.

2025 ფისკალური წლის ბიუჯეტში წერია: მხარი დაუჭირეთ უკრაინას და უზრუნველყავით რუსეთის სტრატეგიული მარცხი. ასევე აღნიშნულია, რომ ერევანს ფინანსური დახმარება გაეწევა სომხეთის ეკონომიკური და დემოკრატიული სტაბილურობისა და დასავლეთთან კავშირების გასაზრდელად.

ნახეთ მეტი
Back to top button