სომხეთის პარლამენტის კომიტეტმა სომხეთში ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება დაამტკიცა
სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგება მიზნად ისახავს სტაბილური მშვიდობის დამყარებას და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ჰოვჰანნისიანმა განაცხადა, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი „სომხეთის რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაციის განხილვისას.
მისი თქმით, სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ამ, ასევე ყველა სხვა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
„2003 წლიდან ევროკავშირმა დაიწყო სამოქალაქო მისიები ევროპის, აფრიკის და აზიის რიგ ქვეყანაში, რომელშიც ჩართულია სამოქალაქო და სამხედრო მისიები 37 ქვეყანაში. ამჟამად 21 მისიაა: 12 სამოქალაქო და 9 სამხედრო. ჩანს, რომ სამოქალაქო მისიამ ხელი შეუწყო ინციდენტების შემცირებას. ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები, ასევე წევრი ქვეყნები ყველაზე კარგად არიან ინფორმირებულები ვითარების შესახებ. ამასთან, დამკვირვებლების ყოფნა უფრო პოზიტიურ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს უქმნის მოსახლეობას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მთავარი მომხსენებლის თქმით, სამოქალაქო მისიის შეუფერხებელი მოქმედება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთის აღმოსავლეთ საზღვრებში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არამედ სომხეთს და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაახლოების პროცესის დაჩქარებისთვის.
გარკვეული განხილვების შემდეგ, მუდმივმა საპარლამენტო კომიტეტმა ამ საკანონმდებლო ინიციატივას დადებითი დასკვნა მისცა.