მთავარიპოლიტიკა

2023 წლის სექტემბერში უცხოურ ძალებს სომხეთის “საკითხის მოგვარება“ სურდათ -ფაშინიანი

2023 წლის სექტემბერში უცხოურ ძალებს სურდათ სომხეთის საკითხის მოგვარება და მისი სრული დახურვა. როგორც “ARMENPRESS”ი  იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„1996 წლიდან ყარაბაღის საკითხი არ არსებობს და 2023 წლის სექტემბერში უცხოურ ძალებს სურდათ სომხური საკითხის გადაჭრა და მისი სრული დახურვა.

კიდევ გეტყვით: როგორ მოხდა, რომ 2021 წლის მაისში აზერბაიჯანის ჯარები შეიჭრნენ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე იმ დროს, როცა პარლამენტი დაიშალა და პრემიერ-მინისტრი გადადგა, ქვეყანაში არც პარლამენტი იყო და არც მთავრობა. რატომ მოხდა ეს 2021 წლის 12 მაისს, როცა ყველა გადაწყვეტილება ძალაში შევიდა? მაგალითად, რატომ არ მოხდა 5 მაისს, 2 მაისს, 30 აპრილს, 25 აპრილს? ეს კითხვა არ შეიძლება არ დამდგარიყო.  მეორე მხრივ კი ამბობდნენ, რატომ არ იწყებენ სამხედრო ოპერაციებს, წადითო? პასუხი ძალიან მარტივია: გათვალისწინებული ჰქონდათ, რომ  სომხეთის რესპუბლიკა ამის გამო არჩევნებს ვერ ჩაატარებდა 2021 წლის ზაფხულში, რასცას მოჰყვებოდა სომხეთის რესპუბლიკის დე-იურე და დე-ფაქტო ლიკვიდაცია. ეს არის მთელი ამბავი და ეს ამბავი 2018 წელს არ დაწყებულა. ეს ამბავი 1996 წელს დაიწყო, 1999 წლის 27 ოქტომბერს განვითარდა, გრძელდებოდა 2003, 2008 წლეების მოვლენებით და ა.შ.“ – აღნიშნა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button