საზოგადოება

აშშ სომხეთს 45 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ს ადმინისტრაცია 2025 წლის საბიუჯეტო  მოთხოვნის შესაბამისად  რეკომენდაციას უწევს სომხეთისთვის 45 მილიონ აშშ დოლარის  დახმარების გაწევას  ანგარიშის  „ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის დახმარების“(AEECA) ა ფარგლებში, ასევე 6 მილიონი აშშ დოლარი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავი ორგანოების (INCLE) ფარგლებში და 700,000 აშშ დოლარი საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და ტრენინგებისთვის (IMET). ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სომხური ასამბლეა (ასამბლეა) ავრცელებს.

ისევე როგორც 2023 და 2024 ფინანსურ წლეებში, ადმინისტრაციამ შესთავაზა დაახლოებით $10 მილიონი დახმარება აზერბაიჯანს, მიუხედავად   ალიევის რეჟიმის გენოციდური ზრახვებისა და სისასტიკისა, რომელიც მან ჩაიდინა არცახის სომეხი ხალხისა და სუვერენული სომხეთის წინააღმდეგ.

„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ და ღრმად შეშფოთებულნი ვართ ასეთი არასაკმარისი ქმედებებით მთიან ყარაბაღში გენოციდის პრევენციისა და საკითხის გადასაჭრელად“, – განაცხადეს ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა ენტონი ბარსამიანმა და ვან კრიკორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button