საერთაშორისო

“ვნუკოვოს” აეროპორტში სომხური განცხადებები გამოჩნდება

ვნუკოვოს აეროპორტში სომხური და ქართული განცხადებები გამოჩნდება. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Shot იტყობინება.

SHOT-ის ცნობით, აეროპორტმა გააფორმა ხელშეკრულება მთლიანი ინფრასტრუქტურის განახლების შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია ტერმინალებში ორ უცხოენოვან განცხადებაზე. გარიგების ღირებულებაა 1 650000 რუბლი. ვნუკოვოდან ყოველდღიურად რამდენიმე რეისი სრულდება თბილისის, ბათუმის, გიუმრისა და ერევნის მიმართულებით. ქართულ და სომხურ ენებზე განცხადებები დაეხმარება უცხოელ მგზავრებს სწრაფად მოძებნონ შესასვლელი  და არ დააყოვნონ თვითმფრინავის გამგზავრება.

ამ დრომდე ვნუკოვოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები თურქულ, გერმანულ, უზბეკურ, ტაჯიკური, სპარსულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე იყო გამოცხადებული.

ნახეთ მეტი
Back to top button