პოლიტიკა

ნატო ცდილობდა უფრო მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას სომხეთთან და აზერბაიჯანთან  – სტოლტენბერგი

უსაფრთხოების ცვალებადმა გარემომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნატოს პარტნიორებზე სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის 2023 წლის ანგარიშში, რომელიც მან მედიას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში წარუდგინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურებთან და მინისტრებთან, დიპლომატებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ   კოლომინის მეშვეობით.

„ნატომ გამოხატა მხარდაჭერა ამ სამი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ნატომ მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, ითანამშრომლონ კონსტრუქციულად სხვადასხვა ფორმატში და ხაზი გაუსვან ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობას. ნატო ასევე ცდილობდა შეენარჩუნებინა უფრო ძლიერი პარტნიორობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამების შემუშავების გზით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ნახეთ მეტი
Back to top button