მთავარიპოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მალე აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

“ამ შაბათს ვიზიტი აზერბაიჯანში იქნება, ერთი კვირის შემდეგ კი სომხეთში”, – განუცხადა კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს, იუწყება Newsgeorgia.

მისი თქმით, ბაქოსა და ერევნის შეხვედრებზე განიხილება „ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“, მათ შორის მშვიდობის უზრუნველყოფა.

„მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის პოზიტიურ როლს ასრულებდა, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში“, -დაუმატა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button