საზოგადოება

სომხეთში  შეიქმნება “ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კრიპტოგრაფიის ეროვნული ცენტრი”

მთავრობამ  14 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება „ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კრიპტოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დაარსების შესახებ.

გადაწყვეტილების მიზანია სომხეთის დამოუკიდებლობა ინფორმაციის დაცვის სფეროში. ახლადშექმნილი არაკომერციული ორგანიზაცია  განახორციელებს სახელმწიფო ორგანოებში გამოყენებული ელექტრონული მართვის სისტემებისა და ინფორმაციის გაცვლის პროცესების უსაფრთხოების ნორმების შემუშავებას, შესაბამისი მეთოდოლოგიური გაიდლაინების მომზადებას, ასევე პროფესიული კურსების ორგანიზებას, შესაბამისი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებს და შეიმუშავებს ახალი ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებებს.

ამავდროულად, ორგანიზაციას ევალება მის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებების, პროდუქტების, შესრულებული სამუშაოებისა და სერვისების ფასიანი მიწოდება, რის შედეგადაც მიღებული თანხები მოხმარდება ორგანიზაციის ნორმატიული ამოცანების შესრულებას.

ნახეთ მეტი
Back to top button