საერთაშორისო

იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ წერს 1TV.GE.

მოტივირებული შენიშვნების შემდეგ კომიტეტმა კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას უყარა კენჭი და დაამტკიცა.

„გიორგი მსხილაძემ თქვა, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული მეხუთე ვეტოაო. სიმბოლურია, პრეზიდენტის ვეტო რომ მეხუთეა. მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ასე რომ, სამწუხარო და ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი უსუსური პოზიციით ხდება მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენა, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად მოტივირებული და არგუმენტირებული, არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით ორიენტირებული. თუ ნეიტრალურობაზე პრეტენზია აქვს პრეზიდენტს, მაშინ მინიმალურ ტესტს უნდა აბარებდეს. ეს მინიმალური ტესტი, დიდი ხანია, მან ვერ ჩააბარა და ნეიტრალურობის ყოველგვარი ზღვარი გადალახა. ეს სამწუხაროა“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს 5 მარტს დაადო ვეტო.

ნახეთ მეტი
Back to top button