პოლიტიკა

სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს ამუშავებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს ამუშავებს. News.am-ის გადმოცემით, ეროვნულ ასამბლეაში ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთა მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის 2023 წლის (2021-2026) პროგრამის განხორციელების პროცესისა და შედეგების ანგარიშის განხილვისას, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანნისიანმა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტის ხელმოწერა მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების სრულად განხორციელების შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად გვექნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამის პარალელურად, როგორც ჰოვჰანნისიანმა აღნიშნა, მუშავდება თანამშრომლობის ახალი სფეროები და ახალი პროგრამები, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ფაქტების დამდგენი მისიის შედეგად გაჩნდა.

„ახლა, ამ ორ პროცესთან და ჩვენი პოლიტიკური დაახლოების გამოხატულებასთან ერთად, მუშავდება ახალი დოკუმენტი. რამდენიმე საკითხი უკვე განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოში და სხვა სამუშაო დონეზე. მაისში ველოდებით ახალ პროექტს, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით ივლისში იქნება მიღებული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button