პოლიტიკა
19 მარტს სომხეთს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 19 მარტს სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ალიანსის პრესსამსახური.
„19 მარტს ბ-ნი სტოლტენბერგი ერევანში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტთან, ბატონ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან“, – ნათქვამია წერილში.
რეგიონული ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი 18 მარტს აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.
იმავე დღეს ნატოს გენერალური მდივანი თბილისშიც გაემგზავრება. იქ ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.