პოლიტიკა

„მრცხვენია ამ კაცის საქციელის გამო“: მარუქიანი ჩარლზ მიშელის შესახებ

სომხეთის ყოფილი ელჩი ედმონ მარუქიანი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ აცხადებს, რომ რცხვენია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის ქმედებების გამო

თავის X მიკრობლოგში მარუქიანი გამოეხმაურა ჩარლზ მიშელის პოსტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ირონიულად მიულოცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დაწყება და ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობს ოპოზიცია, თავისუფლება, არჩევნები. მე არ ვუპასუხებდი ამ ირონიულ მილოცვას, ჩარლზ მიშელქევროკავშირის სტანდარტები თანაბრად რომ გამოეყენებინა.

იგივე ჩარლზ მიშელმა რამდენიმე დღის წინ მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ხელახალი არჩევა და  კეთილი სურვილები გაუგზავნა.

უცნაურია, მაგრამ ალიევისადმი მილოცვა, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტობა მამისგან 2003 წელს მემკვიდრეობით მიიღო, 21 წელია ხელისუფლებაშია და ხმების 92,05 პროცენტით მეხუთე ვადა მოიგო, არ შეიცავს სარკაზმს და ირონიას. ის ასევე არ ამბობს, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს ოპოზიცია, თავისუფლება და არჩევანი. არც ერთი სიტყვა პოლიტპატიმრებზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, აზერბაიჯანში და მის გარგლებს გარეთ დევნილ ჟურნალისტებზე და ღია ბლოგერებზე.

რადგან ჩვენ ორივენი  ვართ ALDE  (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპის) წევრები, მე მრცხვენია ამ კაცის ქცევისა და ორმაგი სტანდარტების პრაქტიკის გამო და ეს კაცი წარმოადგენს ევროკავშირს.

მიხარია ერთი რამ, ამ თვალთმაქცის უფლებამოსილების ვადა იწურება და იმედი მაქვს, რომ მომავალში ვიხილავ ევროკავშირის უფრო ადეკვატურ ფიგურებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button