კულტურა
ცეკვითი სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ – თბილისში, რუსთაველის თეატრში პრემიერა შედგა
სერგეი ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საცეკვაო სპექტაკლის “ბროწეულის ფერი” პრემიერა გაიმართა თბილისში, რუსთაველის თეატრში. სპექტაკლის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სომხეთისა და საფრანგეთის საელჩოები საქართველოში და ფრანგული ინსტიტუტი.
სპექტაკლი სერგეი ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება და საიუბილეო ღონისძიებების პროგრამაშია შესული.
სპექტაკლს ესწრებოდნენ ელჩები, დიპლომატები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ დამსწრე საზოგადოებამ თბილად მიიღო.