მთავარიპოლიტიკა

ევროკომისიის ხელმძღვანელმა მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიღონ ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნები

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის გაფართოების გეგმების რაც შეიძლება მალე განხორციელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ  სააგენტო „ეფეზე“ დაყრდნობით იტყობინება „ინტერფაქსი“.

“ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მარტში, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, რომლის განხილვაც ამ კვირაში იგეგმება ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში.

სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე შეახსენა, რომ უკრაინამ და საქართველომ უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი, უფრო ადრე კი მოლდოვამ და დაიწყო მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

ნახეთ მეტი
Back to top button