საზოგადოება

პარფიუმერულმა ბრენდმა Moth and Rabbit სერგეი ფარაჯანოვის ფილმის „ბროწეულის ფერი“ შთაგონებული სურნელი გამოუშვა

სუნამოების ბრენდმა Moth and Rabbit გამოუშვა სუნამო, რომელიც შთაგონებულია სერგეი ფარაჯანოვის ფილმის „ბროწეულის ფერი“-ს სურნელით, იუწყება სომხური კინო საზოგადოება.

სუნამოს ზედა ნოტებია: ბროწეულის აკორდი, შავი მოცხარი, ციტრუსი. ასევე შეიცავს ვარდის, თეთრი მუშკისა და შავი პილპილის არომატებს.

„მწიფე ბროწეულის გემო ენაზე რჩება, ტკბილი, მაგრამ შესამჩნევად მწარე, როგორც შემოქმედებითი არსებობის სირთულეების მეტაფორა. ყოველ ჯერზე, როცა პოეტური ვიზუალური გამოსახულებების, ცეკვის, ცხოვრებისა და ხელოვნების ზეიმში ხარ ჩართული“, – ნათქვამია სუნამოს აღწერაში.

სუნამოები Moth and Rabbit, რომლებიც  2016 წელს ელკე ფილიპსის და კრისტიან ჩოს მიერ დაარსდა ბერლინში,  „ისტორიებსა და ემოციებს ყნოსვით გამოცდილებად აქცევს“. ბრენდმა გამოუშვა სუნამოები, რომლებიც დაფუძნებულია სხვა პოპულარულ ფილმებზე, მათ შორის Gone Into the Void (გასპარ ნოე), ერთი კაცი (ტომ ფორდი) და პარაზიტი (ბონგ ჯუნ ჰო).

სუნამო “The COLOR OF POMEGRANATE” Moth and Rabbit-ისგან 139 ევრო ღირს.

ნახეთ მეტი
Back to top button