საზოგადოება

2027 წლამდე 107 მილიონი დოლარის ღირებულების 46 მაღალი სეისმური უსაფრთხოების სკოლა შეიქმნება

სომხეთში 2027 წლამდე შეიქმნება მაღალი სეისმური უსაფრთხოების 46 სკოლა. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში, „სეისმური უსაფრთხოების გაუმჯობესების პროგრამის (დამატებითი დაფინანსების) შესახებ“ სასესხო ხელშეკრულების დამტკიცების განხილვისას განაცხადატერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვაჩე ტერტერიანმა.

მისი თქმით, ეს პროგრამა სომხეთის მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლიდან მოქმედებს.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 107 მილიონი დოლარია. აქედან 88,5 მილიონი სასესხო ფონდია, 18,5 მილიონი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

პროექტის მთავარი მაჩვენებელია მინიმუმ 46 სკოლის მშენებლობა ან გამაგრება, ასევე 22,5 ათასი მოსწავლისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო პირობების უზრუნველყოფა.

ასევე იგეგმება სეისმური სამშენებლო ნორმების გადახედვა, სეისმური სამშენებლო ინსტრუქციების შექმნა და ა.შ.

„პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 16 სკოლა. ახლა შენდება 20 სკოლა. სამუშაოები 2026 წელს დასრულდება, საპროექტო სამუშაოები 10 სკოლაში მიმდინარეობს“, – აღნიშნა ტერტერიანმა.

მისი თქმით, 2027წ. 46-ვე სკოლა ამოქმედდება. 2024 წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა. შემდეგ დაიწყება კიდევ 10-ის მშენებლობა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროექტისთვის გამოყოფილი თანხების 80 პროცენტი უკვე დახარჯულია.

ნახეთ მეტი
Back to top button