საზოგადოება

Bild. სომხეთში გერმანელები აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვარზე კოსმოსურ კოსტუმებსა და კოსმოსურ რობოტებს გამოცდიან

გერმანელი მკვლევარები ვიურცბურგიდან სომხეთში კოსმოსურ კოსტუმებსა და კოსმოსურ რობოტებს ამოწმებენ, იუწყება Bild.

გერმანელი მკვლევარების აზრით, სომხეთის ტოპოგრაფია ყველაზე მეტად ჰგავს მარსის ტოპოგრაფიას, რის გამოც მეცნიერებმა გადაწყვიტეს იქ რობოტების გამოცდა მომავალი კოსმოსური მისიებისთვის.

ვიურცბურგის კვლევითი ჯგუფი აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე სოფელ არმაშში აპრილის დასაწყისამდე დარჩება. აქ ორი სპეციალური რობოტის ტესტირება მოხდება, რომლებიც რეგიონის 3D რუკას შექმნის. გარდა ამისა, გერმანელი მკვლევარები ამოწმებენ ახალი ტიპის კოსმოსურ კოსტუმებს, რომლებიც განკუთვნილია მარსის ამინდისთვის (მინუს 133 გრადუსიდან პლუს 27 გრადუსამდე).

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 15 წელი გავა, სანამ ადამიანები მარსზე პირველად დადგამენ ფეხს.

ნახეთ მეტი
Back to top button