პოლიტიკა

აზერბაიჯანი ვერ შეძლებდა ყარაბაღის დაბრუნებას რუსეთის დახმარების გარეშე -აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი

რუსეთმა სერიოზული როლი ითამაშა ყარაბაღის აზერბაიჯანში დაბრუნებაში, რუსეთის დახმარების გარეშე აზერბაიჯანი ყარაბაღის დაბრუნებას ვერ შეძლებდა. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის კონფლიქტების შესწავლისა და მიგრაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა არიფ იუნუსოვმა  დისკუსიაზე, რომელიც მიმდინარეობდა თემაზე: „სამხრეთ კავკასია:  უკრაინის ომის ტენდენციები და პერსპექტივები“.    მან განმარტა, რომ ეს ეხება როგორც 2020, ასევე 2023 წლის სამხედრო ოპერაციებს.

იუნუსოვს მიაჩნია მნიშვნელოვნად, რომ რუსმა  სამშვიდობოებმა არ დატოვეს ყარაბაღი.

„რა დაემართება აზერბაიჯანს, თუ რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება ან რუსეთი დაინგრევა? აზერბაიჯანელი ლიბერალები დარწმუნებულნი არიან უკრაინის გამარჯვებაში და თვლიან, რომ ეს გამოიწვევს ხელისუფლების შეცვლას აზერბაიჯანშიც. ალიევის რეჟიმი მჭიდრო კავშირშია რუსეთის ხელისუფლებასთან“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ იუნუსოვი და მისი მეუღლე რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანიდან გააძევეს და ევროპაში გადავიდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button