პოლიტიკა
აზერბაიჯანმა ზელენსკის ვიზიტი უარყო, ამას შესაძლოა პუტინი გაებრაზებინა – აზერბაიჯანელი ექსპერტი
აზერბაიჯანმა უარყო ზელენსკის ვიზიტი, თუმცა ამის შესახებ აზერბაიჯანში ოფიციალურად არ აცხადებენ. ამის შესახებ დისტანციურმა მონაწილემ ისტორიკოსმა არიფ იუნუსოვმა განაცხადა დისკუსიაზე, რომელიც მიმდინარეობდა თემაზე: „სამხრეთ კავკასია: უკრაინის ომის ტენდენციები და პერსპექტივები“.
მან აღნიშნა, რომ ამ პერსპექტივამ გააბრაზა პუტინი და ეს იყო ერდოღანის პოზიციაც.
„ამიტომ გადაწყვიტა ბაქომ არ მოაწყოს უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი“, – დარწმუნებულია ექსპერტი.