თუ ალიევი თავს დაესხმება სომხეთს, მაშინვე გახდება პუტინი – ბრიტანელი პოლიტოლოგი
2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის ექსპანსიონისტური პოლიტიკა დასავლური დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. ამის შესახებ ბრიტანელმა პოლიტოლოგმა ლოურენს ბროერსმა განაცხადა დისკუსიაზე, რომელიც მიმდინარეობდა თემაზე: „სამხრეთ კავკასია: უკრაინის ომის ტენდენციები და პერსპექტივები“.
„ამ დროს აზერბაიჯანმა შეუტია სომხეთს. აშკარად დაფიქსირდა, რომ აზერბაიჯანი აგრესორია. თანასწორობის ნიშანი აღარ არის, ბაქოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
თუ აზერბაიჯანი თავს დაესხმება სომხეთს, რეაქცია განსხვავებული იქნება, ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტის დროს. თუ ალიევი თავს დაესხმება სომხეთს, მაშინვე გახდება პუტინი. აზერბაიჯანმა იცის რაც მოჰყვება ამას.
ამიტომ აზერბაიჯანი საზღვრის სხვადასხვა ზონაში დათბობის გზას მისდევს, უარს ამბობს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების რიტორიკაზე.
„უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დიქტატორმა ალიევმა გააძლიერა თავისი ძალაუფლება ახალი არჩევნების ჩატარებით და დაიწყო ურთიერთობების გაუარესება დასავლეთთან“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მან სომხეთს დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე გასვლისკენ მოუწოდა.