პოლიტიკა

იუნუსოვი   –  უკრაინა  სომხეთთან ომის დროსაზერბაიჯანს იარაღს აწვდიდა

უკრაინის მხარეზე აზერბაიჯანელები რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, მათ შორის ქართული ლეგიონის შემადგენლობაში შემავალი აზერბაიჯანელი მოქალაქეები. ამის შესახებ დისტანციურმა მონაწილემ,  აზერბაიჯანის მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის კონფლიქტების კვლევისა და მიგრაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა არიფ იუნუსოვმა განაცხადა დისკუსიაზე, რომელიც მიმდინარეობდა თემაზე: „სამხრეთ კავკასია:  უკრაინის ომის ტენდენციები და პერსპექტივები“.  

„აზერბაიჯანმა თურქეთთან და მოლდოვასთან შეთანხმებით ასევე მიაწოდა კიევს ბაირაქტარები და სხვა იარაღი. უკრაინის მხარეზე ბრძოლებში ამ დროისთვის 150 აზერბაიჯანელი დაიღუპა, კიდევ 70 დაკარგულად ითვლება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს უკრაინას, რომელიც სომხურ მხარესთან ომის დროს ბაქოს იარაღით ამარაგებდა.

„ამ ყველაფერთან დაკავშირებით აზერბაიჯანში სერიოზული ანტირუსული განწყობებია. „აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მხარს უჭერდა კიევს რუსეთ-უკრაინის ომის დროს“, – ხაზგასმით აღნიშნა იუნუსოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button