პოლიტიკა

მშვიდობის პერსპექტივა და გამოწვევები – რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე

24 თებერვალს შესრულდა  რუსეთ-უკრაინის ომის მეორე წელი.  რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2022 წელს დაიწყო და რუსულმა მხარემ “დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეციალურ ოპერაციად” გამოაცხადა.

ერევანში ორგანიზებულ კონფერენციაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე, რეგიონული და გლობალური აქტორების ჩართულობა, მშვიდობის პერსპექტივები და მასზე არსებული საფრთხეები უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომებთან და კონფლიქტებთან ერთად ვითარება სამხრეთ კავკასიაშიც შეიცვალა. ეს გახდა რეგიონის ერთ-ერთი სტრუქტურული მახასიათებელი. თუ დღეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას გადავხედავთ, შესაძლოა დეჟა ვუს განცდა გაჩნდეს, ამბობს თურქი პოლიტოლოგი მუსტაფა აიდინი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ერევანში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ გარკვეულ დაპირისპირებას რეგიონში. 1990-იან წლებში აქ კონკურენცია საკმაოდ ინტენსიური იყო, ძირითადად რუსეთსა და თურქეთს შორის. 2000-იან წლებში გავლენისთვის კონკურენცია მოდიოდა უფრო დიდი ქვეყნებიდან: ერთის მხრივ რუსეთი და მეორე მხრივ აშშ. დღეს კი კონკურენცია მიმდინარეობს როგორც რეგიონის, ასევე ზოგიერთ უცხო ძალას შორისაც“.

ბოლო დროს რეგიონში შესვლას არაერთი ახალი მოთამაშე ცდილობს, ამბობს თურქი პოლიტოლოგი. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირი, რომელთანაც სომხეთში მკვეთრად გააქტიურდა დისკუსიები ურთიერთობების გაღრმავებაზე. მუსტაფა აიდინის თქმით, ევროკავშირის რეალური გავლენა კვლავ გაჩნდება სამხრეთ კავკასიაში.

„ამ დროისთვის რეგიონში მთავარი კონტაქტები საქართველოსთან არის. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ მის რეალობად ქცევას წლები სჭირდება. თუ საქართველო შეუერთდება ორგანიზაციას, ევროკავშირი გახდება სრულფასოვანი აქტორი რეგიონში. მაგრამ ამას წლები დასჭირდება“.

პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდარიანი აღნიშნავს, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური როლი რეგიონში მცირდება. მისი შეფასებით, სომხეთი შორდება რუსეთს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით.

„რუსეთს უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფერი აქვს შესათავაზებელი არც აზერბაიჯანისთვის, რომელიც ყარაბაღში შეიჭრა და არც სომხეთისთვის, რომელმაც ყარაბაღი დაკარგა. შედეგად, სომხეთი ახლა ეძებს უსაფრთხოებას პოსტსაბჭოთა ტერიტორიის საზღვრებს გარეთ. აზერბაიჯანმა სრულად ისარგებლა იმით, რომ რუსეთი უკრაინაშია დაკავებული და ყარაბაღის საკითხი არცახში ეთნიკური წმენდის განხორციელებით მოაგვარა, იმავდროულად, არცაში სამშვიდობოების ყოფნა შეინარჩუნა“.

2022 წლის  სექტემბერში აზერბაიჯანის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას დასავლური დაპირისპირება შეექმნა, ასეთი მოსაზრება გამოთქვა ბრიტანელმა პოლიტოლოგმა ლოურენს ბროერსმა. მისი თქმით, როდესაც აზერბაიჯანმა სომხეთს შეუტია, ნათლად დაფიქსირდა, რომ ბაქო აგრესორია და მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

„თუ აზერბაიჯანი თავს დაესხმება სომხეთს, პასუხი განსხვავებული იქნება, ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტის დროს. აზერბაიჯანმა იცის რა მოჰყვება. ამიტომ საზღვრის სხვადასხვა რაიონებში დათბობის გზას მიჰყვება, უარს ამბობს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების რიტორიკაზე“.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ჯონ გალაჰერი. ერევანსა და ბაქოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას ელჩმა აღნიშნა, რომ შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, რომელი პლატფორმა უფრო ეფექტურია. მხარეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ საკითხზე, – ამბობს ელჩი.

„არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები მიუღებელია. მაგრამ არის სამშვიდობო პროცესი. დიდი ბრიტანეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ორივე ქვეყანას, რათა კონსტრუქციულად იპოვონ ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებები.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს პლატფორმას, რომლის ეფექტურ მუშაობას და ჩამოყალიბებას მხარს უჭერენ აშშ და ევროკავშირი, ასევე მხარს უჭერს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში ჩართვისთვის, მიაჩნიათ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა  შესაძლებელია უახლოეს მომავალში.

ნახეთ მეტი
Back to top button