მთავარიპოლიტიკა

სრ არ აპირებს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დათმობას  –  პრემიერ მინისტრი

სომხეთის რესპუბლიკა არ აპირებს თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის არავის დათმობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა, ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატის ლევონ ქოჩარიანის შენიშვნაზე, რომ სომხური მხარე მუდმივად მიდის დათმობებზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისას, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს იღებს, პირიქით, აზერბაიჯანიდან შემაშფოთებელი განცხადებები კეთდება.

„უნდა დაზუსტდეს, რას ვუთმობთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ვარ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული შეთანხმება არის ის, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მონახაზი ალმა ატას 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე. ეს არის სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია და სომხეთის რესპუბლიკა არ აპირებს თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დათმობას. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიები ამჟამად ოკუპირებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button