მთავარიპოლიტიკა

ბრიუსელში შედგა ნიკოლ ფაშინიანისა და შარლ მიშელის შეხვედრა

ბირთვული ენერგიის პირველი სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. მოსაზრებები გაცვალეს  სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე, ხაზი გაესვა 2023 წ. 14 მაისს და 15 ივლისს ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრების შედეგად მიღწეული შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა 1991წ ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაცია განხორციელდება ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე, რეგიონული ინფრასტრუქტურის გახსნა მოხდება სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის იურისდიქციის ქვეშ, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ერთგულება აღნიშნული შეთანხმებების მიმართ და წარადგინა პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“.

ნახეთ მეტი
Back to top button