საფრანგეთის პრემიერ მინისტრი. რუსეთს სომხეთის დასჯა სურს
საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (CCAF) ყოველწლიურ ვახშამზე გამოსვლისას, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა რუსეთი დაადანაშაულა ,,სომხეთის დასჯის სურვილში, მშვიდობისა და საკუთარი სუვერენიტეტის, იმ პრინციპების პატივისცემის მისწრაფებისთვის, რომლებსაც (მოსკოვი) უგულებელყოფს უკრაინაში“, – წერს Le Figaro.
„რუსეთს სურს დასაჯოს სომხეთი იმის გამო, რომ მან აირჩია დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანებით და იმის გამო, რომ სომხეთმა უბრალოდ აირჩია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზა“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა. გაბრიელ ატალმა გააკრიტიკა „რუსეთის კომპლიმენტური დამოკიდებულება, რომელმაც არ დაგმო აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენება მთიან ყარაბაღში“, სადაც სომხური მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობდა გასული წლის ბოლომდე. „ე.წ. „რუსულმა სამშვიდობო ძალებმა“ დაუშვა ჰუმანიტარული კრიზისი“, – დასძინა მან.
გაბრიელ ატალმა აზერბაიჯანს მოსთხოვა ჯარების გაყვანა სომხეთის ოკუპირებული პოზიციებიდან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღიარა, რომ აზერბაიჯანული ძალები სომხეთის რამდენიმე რაიონში წინ წავიდნენ. „დღეს პრობლემაა სომხეთს დავეხმაროთ დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – გამოსვლა შეაჯამა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.