საზოგადოება

აზერბაიჯანი არც კი ახსენებს მთიანი ყარაბაღის სომხების დაბრუნების უფლებას  –  ლინდსი სნელი

ამერიკელმა ჟურნალისტმა ლინდსი სნელმა ისაუბრა ბაქოს გეგმებზე, რომ 2024 წლის ბოლომდე არცახი 20 000 აზერბაიჯანელით დასახლდეს. „აზერბაიჯანი 2024 წლის ბოლომდე მთიან ყარაბაღში 20 ათასი ადამიანის ჩასახლებას გეგმავს. ჩვენ ვნახეთ, როგორ არბევდნენ აზერბაიჯანელები სომხების სახლებს და აცარიელებდნენ მათ პირადი ნივთებისგან. აზერბაიჯანელებმა სომხური ბიზნესი მიითვისეს.  „დაბრუნების უფლება, რაზეც აზერბაიჯანი ლაპარაკობდა, აღარ არის ნახსენები“, – წერს ის თავის X მიკრობლოგზე. აზერბაიჯანის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო კომიტეტმა მანამდე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე გეგმავს 20 000 ადამიანის ჩასახლებას არცახის 5 ქალაქში და 15 სოფელში.  გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს გააუქმოს არცახის დედაქალაქი სტეფანაკერტი და მიითვისოს იძულებით დევნილი სომეხი მოსახლეობის ქონება. წერს Factor-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button