საზოგადოება

„დოჟდ“-ის რედაქტორმა ბოდიში მოიხადა სომხების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამო

როგორც Factor.am-ი წერს,   ტელეკომპანია „დოჟდ“-ის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ განცხადება გააკეთა, სადაც განმარტებები ტელემაყურებლის მიერ გაჟღერებულ იმ აზრთან დაკავშირებით, რომ რუსეთში მომხდარ ტერორიზმში იგრძნობოდა „სომხური კვალი“.  „დოჟდის“ გუშინდელი სპეციალური გამოცემის კონტექსტში მინდა ვთქვა მნიშვნელოვანი რამ.  შესაძლოა ბევრმა  თქვენგანმა მოისმინეთ გუშინ ეთერში იმ ადამიანის გამოსვლა, რომელმაც თავი Crocus-ის  ხმის ინჟინრად წარმოადგინა. მან თქვა, რომ  თითქოს გაიგო, რომ თავდამსხმელები „სომხურად საუბრობდნენ და უხამსი გამონათქვამებს სომხურად აკეთებდნენ“, ასევე მტკიცებულების გარეშე აცხადებდა „სომხური კვალის“ არსებობის შესახებ. ეთერში გასვლამდე პირველად გასაუბრებისას მსგავსი რამ არ უთქვამს. როცა ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები მოვისმინეთ, წამყვანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს უსაფუძვლო იყო. ჩვენ ეს ადამიანი ეთერიდან გამოვიყვანეთ და ეს მონაკვეთი ეთერიდან ამოვჭერით.  ბოდიშს ვიხდი “დოჟდის” ეთერში ასეთი უსაფუძვლო ბრალდებისთვის”, – წერს ტიხონ ძიადკო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. დღეს რუსეთში სომხეთის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ტელეკომპანია „დოჟდ“-ზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარ სისხლიან ტერაქტთან სომხების სავარაუდო კავშირთან დაკავშირებით. „აღმაშფოთებლად მიგვაჩნია მსგავსი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და მიმართულია რუსეთში ანტისომხური განწყობების გაღვივებისაკენ. ტრაგედიის შემდეგ სომხეთმა გაავრცელა განცხადებები, სადაც დაგმო არაადამიანური დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ერევანში ჩვენი თანამემამულეები დილიდანვე პატივს სცემენ ყველა დაღუპულის ხსოვნას სომხეთში რუსეთის საელჩოს წინ ყვავილების მიტანით. მთელი ჩვენი ფიქრი და ლოცვა არის რუსეთის ხალხთან,” – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button