მთავარიპოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს დღეს ეწვევა.

დაგეგმილია კობახიძის შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან.

სრ მთავრობის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, იგეგმება პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებების გაკეთება მასმედიისთვის.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით დელეგაციაში ასევე შედიან პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის აპარატის უფროსი ლევან ჟორჯოლიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button