სპორტი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში ქართველები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, ქართველები კი მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში უფრო ზუსტები გამოვიდნენ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებით ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი იქნებიან.