მთავარიპოლიტიკა

ჩვენ არ ვმონაწილეობთ კუხო-ს მაღალი დონის შეხვედრებში, მაგრამ არც ვბლოკავთ გადაწყვეტილებებს  –  ფაშინიანი

ჩვენი აზრით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები უსაფრთხოების სექტორში სომხეთის რესპუბლიკის მიმართ, კერძოდ, 2021 და 2022 წლებში. ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბერძნულ გამოცემა „კათიმერინთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ამის ეფექტი პრაქტიკაში არის ის, რომ ფაქტობრივად, ჩვენ გავყინეთ მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. 2023 წელს ჩვენ სექტემბრის შემდეგ კუხო-ში მუდმივი წარმომადგენელი არ გვყოლია. ჩვენ არ ვმონაწილეობთ კუხო-ს ღონისძიებებში მაღალ დონეზე. ჩვენ არ ვბლოკავთ კუხო-ს გადაწყვეტილებებს, მაგრამ არ ვმონაწილეობთ მათში“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი ღიაა ყველა პარტნიორთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარებისთვის და აქვს მკაფიო პოზიცია რეგიონში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე.

„ამ მიზნით, ჩვენ ვახდენთ უსაფრთხოების ურთიერთობების დივერსიფიკაციას“, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button