კულტურა
პეკინი სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც პოტენციურ დერეფანს აზიასა და ევროპას შორის – ჩინელი ექსპერტი
ჩინეთი სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც ზონას, რომელიც შეიძლება გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფანი. ამის შესახებ სომხეთში ჩატარებულ ისტორიულ-კულტურულ კონფერენციაზე „სომხეთი, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინი“ პოლიტოლოგმა ჩან ლიუმ 28 განაცხადა.
მან დასძინა, რომ ჩინეთი წარმატებით ავითარებს ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. ექსპერტმა დასძინა, რომ პეკინი ცდილობს განავითაროს ურთიერთობები ერევანთან ეკონომიკისა და კულტურის, ხოლო აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში. „ჩვენ ასევე გავაფორმეთ ხელშეკრულება საქართველოსთან შარშან (სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ – რედ.)“, – ხაზგასმით აღნიშნა ჩან ლიუმ.
მან დაარწმუნა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობით.