რუსეთი შეცდომას უშვებს და სომხეთს აყენებს ისეთ მდგომარეობაში, როცა იძულებულია აირჩიოს მოსკოვი ან ბრიუსელი – ალექსანდრე რარი
ვფიქრობ, ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობა უარყოფითად აისახება, პირველ რიგში, სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში დსთ-ს ქვეყნებისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროპელმა ექსპერტმა ალექსანდრე რარმა აღნიშნა.
„ჩემი აზრით, შეცდომა, რაც რუსეთმა და ევროკავშირმა დაუშვეს ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის ის, რომ მათ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი, უკრაინა, ან, მაგალითად, ბელორუსია, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, როცა იძულებულნი არიან გააკეთოს ორ მხარეს შორის, ან მოსკოვი, ან ბრიუსელი. ეს იწვევს დაპირისპირებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.
ასე რომ, თუ სხვა გამოსავალი მოიძებნება, რომ შესაძლებელი იყოს ყველა მხარესთან თანამშრომლობა, სომხეთს გაუადვილებს არა მხოლოდ გადარჩენას ამ ძალიან რთულ გარემოში, ასეთი მეზობლების არსებობის შემთხვევაში, არამედ განვითარებასაც“, – აღნიშნა ექსპერტმა.
რარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სომხეთის ხელმძღვანელობას კარგად ესმის და უნდა ესმოდეს, რომ ბრიუსელის მხარდაჭერას სტრატეგიული ორიენტაცია აქვს, ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ სომხეთის დახმარებას, არამედ რუსეთისა და ჩინეთის იზოლირებას და შეკავებას, რადგან ეს ქვეყნები ითვლება ევროკავშირის მოწინააღმდეგეებად პოსტსაბჭოთა სივრცეში.