მთავარიპოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა  –   საქართველოს ვიცე-პრემიერი

საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა და ურთიერთობები გადავიდა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე და, შესაბამისად, მეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნების თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

ამის შესახებ სომხურ მედიასთან საუბრისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქართველო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სომხური საქონლის ტრანზიტის კუთხით და მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. სომხეთი ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება საქართველოსთვის“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button