საზოგადოება

სომხეთში მესამე და მომდევნო ბავშვების შობადობის ზრდა დაფიქსირდა  –  მინისტრი

სომხეთში მესამე და მომდევნო ბავშვების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმა 28 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამის შესახებ წერს NEWS.AM-ი.

„მაგალითად, 2018 წელს სომხურ ოჯახებში ამ ჯგუფის 8271 ბავშვი დაიბადა. 2022 წელს მათი რაოდენობა იყო 11 956,  ზრდაմ  44,6  % შეადგინაო“, – განაცხადა მკრტჩიანმა.

მინისტრის თქმით, „შობადობის რიცხვობრივ სტრუქტურაზე“ მნიშვნელოვნად აისახება მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, „ოჯახში მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადების ფინანსური მხარდაჭერის“ ფარგლებში 21 804 ბავშვს დაეხმარა. თავად პროგრამა, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან მოქმედებს.

ნახეთ მეტი
Back to top button